STC – School Timetable Creator წარმოადგენს სკოლის
გაკვეთილების ცხრილის ავტომატური დალაგების კომპიუტერულ პროგრამას, რომლის დანერგვა
საქართველოს სხვადასხვა სკოლებში 2011 წლიდან მიმდინარეობს.
ამ პროგრამის ანალოგი უცხოური პროგრამები წარმატებით გამოიყენება ევროპასა და ამერიკაში.
STC არის პირველი სრულყოფილი ქართულენოვანი პროგრამა, რომელსაც გააჩნია მოხერხებული ინტერფეისი, რაც
მნიშვნელოვნად აადვილებს მის გამოყენებას. ის მოსახერხებელია როგორც პატარა, ასევე
დიდი ზომის სკოლებისთვის. პროგრამა ავტომატურად ალაგებს სხვადასხვა ზომისა და
სირთულის გაკვეთილების ცხრილს. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ცხრილის
დასალაგებლად საჭიროა ძალიან მცირე დრო და ნაკლები ენერგია. გარდა ამისა, უკვე
დალაგებულ ცხრილში შესაძლებელია სასურველი ცვლილებების შეტანა.
პროგრამის გამოსაყენებლად აუცილებელია საიტზე რეგისტრაციის გავლა
|