ახლა, როცა უკვე გვაქვს კლასების, მასწავლებლების და გაკვეთილების სია, რა თქმა უნდა, საჭიროა მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ანუ საგნები უნდა დაუკავშირდეს კონკრეტულ კლასებს, რომლებშიც ისინი ისწავლება და მასწავლებლებს რომლებიც ამ საგნებს ასწავლიან. პროგრამა მონაცემების ამგვარი სახით დაკავშირების ორ გზას გვთავაზობს:

კლასების მიხედვით მასწავლებლების მიხედვით

მონაცემთა დაჯგუფება კლასების მიხედვით

    ამ გზით დალაგებისას პროგრამას მივუთითებთ თითოეული კლასისთვის რა საგნები ისწავლება. ასევე თუ რომელი მასწავლებელი ან მასწავლებლები ასწავლიან ამ საგანს მოცემულ კლასში.
კლასების მიხედვით დაჯგუფებისას შეგვიძლია:
1. საგნის დამატება, გაკვეთილების დაწყვილება [ვრცლად]
2. საგნისთვის კლასის გაყოფა [ვრცლად]
3. საგნისთვის კლასების გაერთიანება [ვრცლად]
4. საგნის მონაცემების შეცვლა და წაშლა [ვრცლად]

მონაცემთა დაჯგუფება მასწავლებლების მიხედვით

    ამ გზით დალაგებისას, თითოეული მასწავლებლისთვის ვუთითებთ საგნებს რომლებსაც ის ასწავლის და თითოეული საგნისთვის იმ კლასებს რომლებშიც გაკვეთილები უნდა ჩაატაროს.
მასწავლებლების მიხედვით დაჯგუფებისას შეგვიძლია:
1. საგნის დამატება, დაწყვილება [ვრცლად]
2. საგნისთვის კლასის გაყოფა [ვრცლად]
3. საგნისთვის კლასების გაერთიანება [ვრცლად]
4. საგნისთვის მონაცემების შეცვლა და წაშლა [ვრცლად]


მონაცემთა წარმოდგენა ექსელის ან ვებგვერდის სახით

    ამ ფუნქციით თქვენ შეძლებთ უკვე შეყვანილი მონაცემების წარმოდგენას ექსელში ან ვებ-გვერდის სახით, იმისათვის რომ მოსახერხებელი იყოს მათი გადამოწმება, ამობეჭდვა და სხვა.
   ექსელის შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ კლასების ან მასწავლებლების მიხედვით დალაგებული მონაცემები, ხოლო ვებ-გვერდის სახით მხოლოდ კლასების მიხედვით.



სისტემაში შესვლა
შესვლა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია

მთავარიSTC შესახებ © 2011 "Digital Mind" Ltd.