ცხრილის დალაგებისას ერთერთ მთავარ სირთულეს მასწავლებლების მოთხოვნები და განრიგში დროის შეზღუდვები ქმნის. გვერდზე „შეზღუდვები“ შეგვიძლია ამ სახის მონაცემების შეყვანა, გარდა ამისა აქვე შეგვიძლია შევიყვანოთ შეზღუდვები საგნებზე, თუკი გვინდა, რომ რომელიმე საგანი არ ჩატარდეს გარკვეულ დროს.

limits

მასწავლებლების შეზღუდვების შეყვანა

     მასწავლებლების მონაცემების შესაყვანად დააჭირეთ ღილაკს „მასწავლებლების შეზღუდვები“ და სიიდან აირჩიეთ მასწავლებელი, სიის გვერდით, ცხრილში, თითოეული დღისთვის მოცემულია გაკვეთილების ნომრები პირველიდან მეათეს ჩათვლით, აქ შეგიძლიათ მონიშნოთ ის გაკვეთილები, რომლებზეც ამ მასწავლებელს არ სცალია.

     გაკვეთილის მოსანიშნად უბრალოდ დააკლიკეთ მასზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გსურთ შეზღუდვის შეყვანა მთლიანი დღის ან მაგალითად ყველა დღის, პირველი გაკვეთილისთვის მონიშნეთ ცხრილის მარცხნივ და ქვევით ნარინჯისფერ ფონზე მოცემული კვადრატები.


შენიშვნა: მასწავლებლებისთვის შეზღუდვების შყვანა ასევე შეგიძლიათ გვერდიდან „მონაცემების დაჯგუფება“ > „მასწავლებლების მიხედვით“, სადაც ზუსტად იმავე სახის ცხრილია მოცემული.



საგნების შეზღუდვების შეყვანა

     საგნების მონაცემების შესაყვანად დააჭირეთ ღილაკს „საგნების შეზღუდვები“ და სიიდან აირჩიეთ საგანი, სიის გვერდით, ცხრილში, თითოეული დღისთვის მოცემულია გაკვეთილების ნომრები პირველიდან მეათეს ჩათვლით, აქ შეგიძლიათ მონიშნოთ ის გაკვეთილები რომლებზეც არ გსურთ რომ ეს საგანი ჩატარდეს.

გაკვეთილის მოსანიშნად უბრალოდ დააკლიკეთ მასზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გსურთ შეზღუდვის შეყვანა მთლიანი დღის ან მაგალითად ყველა დღის პირველი გაკვეთილისთვის მონიშნეთ ცხრილის მარცხნივ და ქვევით ნარინჯისფერ ფონზე მოცემული შესაბამისი კვადრატი.

სისტემაში შესვლა
შესვლა
პაროლის აღდგენა რეგისტრაცია

მთავარიSTC შესახებ © 2011 "Digital Mind" Ltd.